ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 ივნისი, 2026

ვადა: 17 ივნისი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260033628

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში დ.აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV-71200000) შესყიდვას.


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.


მომსახურების შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I და II ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივნისის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით).


წარმოდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.


კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:
577 14 08 58 - ნინო ნათენაძე


დამატებითი დოკუმენტაცია:
1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;
2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;
3. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება;
4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ავტოგრეიდერის, პნევმოთვლიანი ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველის, ბულდოზერის, ექსკავატორი მუხლუხას, ექსკავატორის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ავტოგრეიდერის, პნევმოთვლიანი ექსკავატორის, ექსკავატორ-დამტვირთველის, ბულდოზერის, ექსკავატორი მუხლუხას, ექსკავატორის სახელმწიფო (CPV-43211000,43220000,43262000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივლისი, 2026

ძალაშია

7 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - პიკაპის ტიპის სპეციალური ავტომანქანებისა და მობილური სახელოსნოს / Service Van სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს პიკაპის ტიპის სპეციალური ავტომანქანებისა და მობილური სახელოსნოს / Service Van სახელმწიფო (CPV-34131000, 34114400) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 ივლისი, 2026

ძალაშია

7 აგვისტო, 2026

იხილე სრულად