გამოქვეყნებულია 24 აპრილი, 2026
ვადა: 1 მაისი, 2026
ბაზრის კვლევა - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დანართი N1-ის მიხედვით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინროგეოლოგიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დანართი N1-ის მიხედვით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინროგეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 01 მაისის 16:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2-ფასების ცხრილის მიხედვით.
ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.
კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე
დამატებითი დოკუმენტაცია: 1. ტექნიკური დავალება და დანართი N1; 2. დანართი N2 - ფასების ცხრილი; 3. დანართი N3 - პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება;
https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=41486&lang=ge
გაზიარება