ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 20 აპრილი, 2026

ვადა: 27 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260022863

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტის-პერსონალის ზოგადი გამოცდილება. შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 27 აპრილის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად, ელექტრონულად დადასტურებული, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

 კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

 დამატებითი დოკუმენტაცია:

 1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია; 

2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი; 

3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;

 4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - ქ. წალენჯიხაში, 250 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000031, ქ. წალენჯიხაში, 250 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

21 აპრილი, 2026

ძალაშია

27 მაისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაზერში (ს/კ 42.09.33.016), სოფელ ჭოლაშში (ს/კ 42.05.34.045) და დაბა მესტიაში (ს/კ 42.06.42.037) 50 (ორმოცდაათი) ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრების და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) (CPV-45200000) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაზერში (ს/კ 42.09.33.016), სოფელ ჭოლაშში (ს/კ 42.05.34.045) და დაბა მესტიაში (ს/კ 42.06.42.037) 50 (ორმოცდაათი) ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრების და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) (CPV-45200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

20 აპრილი, 2026

ძალაშია

24 აპრილი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 160 ცალი ორ კარიანი ლითონის კარადის (CPV-44421000) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150) 160 ცალი ორ კარიანი ლითონის კარადის (CPV-44421000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

20 აპრილი, 2026

ძალაშია

27 აპრილი, 2026

იხილე სრულად