ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 7 აპრილი, 2026

ვადა: 17 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა - მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაზერში, სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში 50 (ორმოცდაათი) ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრების და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260020978

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაზერში (ს/კ 42.09.33.016), სოფელ ჭოლაშში (ს/კ 42.05.34.045) და დაბა მესტიაში (ს/კ 42.06.42.037) 50 (ორმოცდაათი) ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრების და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) (CPV-45200000) შესყიდვას.

 შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება, რაც გათვალისწინებული იქნება შესყიდვის განხორციელებისათვის გამოცხადებულ ტენდერში.

 შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 აპრილის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების, სპეციფიკაციების და სხვა მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება, დანართი N2- ის (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით და ხელმოწერით დადასტურებული ბაზრის კვლევის ცხრილი. 

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

 კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

 დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება;

2. დანართი N2 - ხარჯთაღრიცხვა;

 3. დანართი N3 - პრეტენდენტის გამოცდილება;

 4. ანოტაცია;

 5. ბაღების სპეციფიკაცია; 

6. ბაზრის კვლევის ცხრილი;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150) 160 ცალი ორ კარიანი ლითონის კარადის (CPV-44421000) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ფონდის ადმინისტრაციული შენობისათვის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150) 160 ცალი ორ კარიანი ლითონის კარადის (CPV-44421000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

8 აპრილი, 2026

ძალაშია

17 აპრილი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა/ფასთა გამოკითხვა - ქ. ქუთაისში მდებარე რაგბის სტადიონ „აიას“ და ქ. თბილისში, ავჭალის და "შევარდენის" რაგბის სტადიონების საფარის რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ქუთაისში მდებარე რაგბის სტადიონ „აიას“ (ს/კ 03.05.22.934) და ქ. თბილისში, ავჭალის (ს/კ 01.11.05.027.019) და "შევარდენის" (ს/კ 01.17.11.032.008) რაგბის სტადიონების საფარის რეაბილიტაციის მომსახურების (CPV-77300000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

8 აპრილი, 2026

ძალაშია

15 აპრილი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის ტოპო-გეოდეზიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ელექტრონულ ტენდერი - NAT260007186, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის ტოპო-გეოდეზიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.

გამოქვეყნებულია

7 აპრილი, 2026

ძალაშია

20 აპრილი, 2026

იხილე სრულად