ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 აპრილი, 2026

ვადა: 16 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. წალენჯიხაში 250 მაყურებელზე გათვლილი (ტიპიური) მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების შესყიდვა

რეგისტრაციის ნომერი:MRS260020604

ინფორმაცია ბაზრის კვლევის შესახებ: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. წალენჯიხაში 250 მაყურებელზე გათვლილი (ტიპიური) მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება. შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების პირველი სტადიის (I, II და III ეტაპის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 აპრილის 17:30 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. 

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

 დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია; 

2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი; 

3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - (Design-Build მეთოდით) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახემწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

21 აგვისტო, 2026

ძალაშია

31 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქალაქ წნორში ატრაქციონების პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ წნორში ატრაქციონების პარკის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV71200000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

19 აგვისტო, 2026

ძალაშია

26 აგვისტო, 2026

იხილე სრულად