ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 6 აპრილი, 2026

ვადა: 16 აპრილი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება

რეგისტრაციის ნომერი:MRS260020593

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. საჩხერეში არსებული საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 აპრილის 16:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების და მოთხოვნათა გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N3-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე). 

შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების პირველი სტადიის I, II და III ეტაპის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

 კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577140858 - ნინო ნათენაძე.

 დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. დანართი N1 - ტექნიკური დავალება; 

2. დანართი N2 - სპეციფიკაციები; 

3. დანართი N3 - ბაზრის კვლევის ცხრილი; 

4. დანართი N4 -პერსონალის გამოცდილება;

გადადით ბმულზე

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის ტერიტორიის (ს/კ 46.04.32.006) საინჟინროგეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71300000) სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის/პერსონალის გამოცდილება.

გამოქვეყნებულია

25 აპრილი, 2026

ძალაშია

1 მაისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა: სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დანართი N1-ის მიხედვით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინროგეოლოგიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დანართი N1-ის მიხედვით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინროგეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და პრეტენდენტის გამოცდილება.

გამოქვეყნებულია

24 აპრილი, 2026

ძალაშია

1 მაისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დანართი N1-ის მიხედვით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინროგეოლოგიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (დანართი N1-ის მიხედვით) განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინროგეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

24 აპრილი, 2026

ძალაშია

1 მაისი, 2026

იხილე სრულად