ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 18 მარტი, 2026

ვადა: 25 მარტი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება

რეგისტრაციის ნომერი:MRS260016315

 რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური მრავალფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების/პერსონალის ზოგადი გამოცდილება. შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების პირველი სტადიის (I, II და III ეტაპის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე და გამოცდილების მითითებით) და დანართი N3 ელექტრონულად დადასტურებული, დოკუმენტის გაცნობისა და თანხმობის დადასტურების მიზნით.

ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge.

კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 577 14 08 58 - ნინო ნათენაძე

დამატებითი დოკუმენტაცია:

1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია;

2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი;

3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;

4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია 

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერში, სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ელექტრონულ ტენდერი - NAT260011832, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერში, სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრებითი და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

გამოქვეყნებულია

5 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე საინჟინრო გეოლოგიური მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

5 ივნისი, 2026

ძალაშია

12 ივნისი, 2026

იხილე სრულად