ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
აქტიური

გამოქვეყნებულია 24 მარტი, 2026

ვადა: 31 მარტი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედ. სატრანსპორტო კვანძის პროექტირება

რეგისტრაციის ნომერი:MRS260017642

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. რუსთავში, თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტის-პერსონალის ზოგადი გამოცდილება. 

შესყიდვისას შესაძლებელია ავანსის გათვალისწინება, გასაწევი მომსახურების I, II და III ეტაპის  ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე). 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტის 17:00 საათამდე, წარმოადგინოთ თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით წინადადება/შემოთავაზება: დანართი N2-ის შესაბამისად, ელექტრონულად დადასტურებული, (ფასი, წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

 ასევე, შესაძლებელია წინადადების/შეთავაზების წარმოდგენა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mdf@procurement.gov.ge. კითხვების არსებობის შემთხევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე:  577 14 08 58 - ნინო ნათენაძე 

დამატებითი დოკუმენტაცია: 

1. დანართი N1 - ტექნიკური დოკუმენტაცია; 

2. დანართი N2 - ბაზრის კვლევის ცხრილი; 

3. დანართი N3 - პერსონალის გამოცდილება;

 4. ტერიტორიის განვითარების კონცეფცია; 

გადადით ბმულზე

 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

27 მარტი, 2026

ძალაშია

1 აპრილი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის ტოპო-გეოდეზიური კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის ტოპო-გეოდეზიური კვლევების მომსახურების (CPV71355000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

27 მარტი, 2026

ძალაშია

1 აპრილი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ ადგილობრივი კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ ადგილობრივი კვების პროდუქტების რეალიზაციისათვის საჭირო სავაჭრო სივრცის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

27 მარტი, 2026

ძალაშია

3 აპრილი, 2026

იხილე სრულად