24 იანვარი, 2026
სოფელ ღრმაღელეში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში ბავშვების სკოლამდელი განათლებისათვის აუცილებელი ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული.
ბაღში მოწყობილია სასწავლო, საძინებელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, შიდა და გარე სათამაშო ზონები და რეკრეაციული სივრცე.
ახალ ბაღში ბავშვებისთვის შეიქმნილია უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
გაზიარება