ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

11 დეკემბერი, 2025

ობუჯის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

Image alt text
სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მლნ ლარია.