ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

8 ივლისი, 2025

ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა აქტიურ ფაზაშია

Image alt text
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი 243 საბავშვო ბაღიდან 73 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.
პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამურად, 560 მილიონი ლარით ფინანსდება.
საბავშვო ბაღები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
თანამედროვე შენობებში მოწყობილია სათამაშო და საძინებელი ოთახები, კეთილმოწყობილია ეზოები და ყველა საჭირო სივრცე.
ყველა საბავშვო ბაღი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.