ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

11 მარტი, 2013

ელგუჯა ხოკრიშვილი გლობალური ინფრასტრუქტურის ფორუმზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ- ში იმყოფებოდა. მან „გლობალური ინფრასტრუქტურის მართვის სტრატეგიულ ფორუმში“ (CG/LA) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება.

(http://www.cg-la.com) . ფორუმმა წელს ინფრასტრუქტურის 100 ყველაზე გლობალურ პროექტს უმასპინძლა, მათ შორის იყო საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებიც , რომლებიც ფორუმის მონაწილეებს ელ

გუჯა ხოკრიშვილმა გააცნო.ინფრასტრუქტურულ პროექტებს უყრის თავს მთელი მსოფლიო მასშტაბით

ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარადგინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი აშშ ბიზნესმენებსაც შეხვდა, რომლის დროსაც ინფორმაციის გაცვლა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ იყო საუბარი.ფორუმის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გაგრძელდა, სადაც ლეგუჯა ხოკრიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან , დავით ნარმანიასთან ერთად მსოფლიო ბანკის ვიცე- პრეზიდენტს, ფილიპ ლეროსა და მდგრადი განვითარების სექტორის დირექტორს, ლაზლო ლოვეის შეხვდა.შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა გააცნეს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.