ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

3 ივლისი, 2025

ბათუმში 2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

Image alt text
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმის #4 და #5 საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
2230 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ჩაუტარდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.
პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა, თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი შიდა და გარე სივრცე, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
რეაბილიტაციის შედეგად, ჩატარდება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები - სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.