22 ივნისი, 2025
ლენტეხსა და ცაგერში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ლენტეხში და ცაგერში ახალ საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციას ახორციელებს.
ლენტეხში მიმდინარეობს საბავშო ბაღის მშენებლობა, ცაგერში კი არსებული ბაღის რეაბილიტაცია. ორივე საბავშვო ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.
შენობებში ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
პროექტები ითვალისწინებს ბავშვების უსაფრთხოებაზე და საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას, მათ შორის სასწავლო, საძინებელი ოთახებისა და მრავალფეროვანი სათამაშო სივრცეების მოწყობას.
გაზიარება