ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 ნოემბერი, 2026

თელავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, პარლამენტის წევრ ირაკლი ქადაგიშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ ვაჟა მაღრაძესთან ერთად, ტექნიკური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების პროგრესს ადგილზე გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, განათების სისტემისა და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს.