ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 ნოემბერი, 2026

მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ფშაველში

Image alt text
„ვიმყოფებოდით კახეთში, სადაც დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ვიმყოფებოდით სოფელ ფშაველში, სადაც სკოლის პრობლემა წლების განმავლობაში მწვავედ იდგა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო სკოლის რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოების პროექტის შემუშავება და უახლოეს პერიოდში აქტიური სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება.

ამასთან, მოსახლეობას გავაცანით გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წყალმომარაგების პროექტი ექვს სოფელში განხორციელდება, მათ შორის სოფელ ფშაველშიც.

ჩვენთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან შეხვედრები, მათი პრობლემების მოსმენა და იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებსაც თავად ხედავენ და აყენებენ. ეს მნიშვნელოვანი უკუკავშირია ჩვენთვის. თითოეულ დასმულ საკითხს სათანადო ყურადღება დაეთმობა და სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყველა პრობლემაზე მოახდენს რეაგირებას „ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სოფელ ფშაველში მოსახლეობასთან შეხვედრისას