ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 ნოემბერი, 2026

საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ადჰილობრივი ხელისუფლების წარმპმადგენლებთან ერთად, რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგების მონიტორინგს და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

კახეთში სამუშაო გასვლის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

საგარეჯოში შენდება ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნითა და განათების თანამედროვე სისტემით, რაც მოედნის საღამოს საათებშიც გამოყენების შესაძლებლობას შექმნის.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკური შენობის, სპორტსმენების გასახდელების, სველი წერტილების, სამედიცინო ოთახისა და სხვა საჭირო დამხმარე სივრცეების მოწყობას.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტში ჩართულობასა და ფეხბურთის განვითარებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტ საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს.

პროგრამის მიზანია რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.