19 ნოემბერი, 2026
სურამში რაგბის ახალი ტექნიკური ცენტრი შენდება, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სარაგბო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და თანამედროვე განათების სისტემა.
ცენტრში ასევე განთავსდება სპორტსმენების გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სივრცეები.
სურამის რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი 40-ზე მეტი სარაგბო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.
გაზიარება