ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

19 ნოემბერი, 2026

თიანეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხევსურთსოფელსა და ნაქალაქარში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება, ფონდმა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

ორივე საბავშვო ბაღი 25-25 ბავშვზე იქნება გათვლილი.

სოფელ ხევსურთსოფლისა და სოფელ ნაქალაქარის საბავშვო ბაღებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის სათამაშო, მოსასვენებელი ოთახების, სამზარეულოს და გარე სივრცის მოწყობა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მათ საჭიროებებზე მორგებული უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტქტუქტურის ისარგებლებენ.