ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

16 ნოემბერი, 2026

ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, მოადგილესთან, ქვარა ჩართოლანთან ერთად, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საჯარო სკოლების სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სასკოლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასკვნით ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების პროცესში კონტრაქტორ კომპანიებს შესაბამისი მითითებები მიეცათ. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საინჟინრო სისტემების ტესტირება.

სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ, ახალი სკოლები, მიმდინარე წლის ბოლოს, ექსპლუატაციისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაეცემა.