6 ნოემბერი, 2026
მცხეთის, ნინოწმინდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ნინოწმინდის, ბორჯომისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.
პროექტების ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში 200 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის ბაღები კი 50-50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
სამივე სოფელში, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა და ბავშვების საჭიროებებისთვის აუცილებელი სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხო და ბავშვებზე მორგებული სკოლამდელი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
გაზიარება