ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

6 ნოემბერი, 2026

თბილისში №179 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №179 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განავითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, მისი მოადგილე ქვარა ჩართოლანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს წევრი, ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარი ვაჟა კოკია გაეცნენ.

ახალი სკოლა 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვას, ისე მოსწავლეთა ფიზიკურ, შემოქმედებით და სოციალურ განვითარებას.

სკოლის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2028 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.