ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

6 ნოემბერი, 2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

სკოლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.

შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სასადილო სივრცე.

სოფელ ტალავერის სკოლის ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ღია, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი და გარე სივრცეები.

ახალი სკოლის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებს და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.