5 ნოემბერი, 2026
თელავში, ახმეტასა და ყვარელში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, მოადგილესთან, შოთა ანდრიაძესთან ერთად, კახეთის რეგიონში საფებურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
თელავის, ახმეტისა და ყვარლის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები მოიცავს ხელოვნურსაფარიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სავარჯიშო სტადიონებს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.
გარდა ამისა, სამივე სტადიონზე გათვალისწინებულია განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტ თანამედროვე ტექნიკურ ცენტრსა და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას.
გაზიარება