4 ნოემბერი, 2026
სოფელ კარალეთში ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში სოფელ კარალეთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის სავარჯიშო სივრცეები, გასახდელები, საშხაპეები, მწვრთნელების, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები.
გარდა ამისა, ძიუდოს დარბაზში უნდა მოეწყოს საინჟინრო კომუნიკაციები და შენობის გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური სისტემები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსმენების საჭიროებების შესაბამისი პიროებების, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას.
კარალეთის ძიუდოს დარბაზის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
გაზიარება