ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

2 ნოემბერი, 2026

სოფელ იანეულში და სოფელ მამათში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში 25-25 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.

ფონდის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას მოიცავს.

სოფელ იანეულის და სოფელ მამათის საბავშვო ბაღებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის, მათ შორის სათამაშო, მოსასვენებელი ოთახების, სამზარეულოს და გარე სივრცის მოწყობა.

პროექტების დასრულების შედეგად, ბავშვებისთვის შეიქმნება უსაფრთხო და კომფორტული გარემო.