2 ნოემბერი, 2026
სოფელ ლელოვანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობას იწყებს.
ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ლელოვანის ბაღში, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა ბავშვების საჭიროებების შესაბამისი სივრცეები, მათ შორის მოსასვენებელი, სათამაშო ოთახები, სამზარეულო და ეზოს ტერიტორია.
პროექტის დასრულების შედეგად, ბავშვები ისარგებლებენ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურით.
გაზიარება