ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

31 ოქტომბერი, 2026

ახალციხეში ტექნიკური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერ ვარლამ წიკლაურთან ერთად, ახალციხის ტექნიკური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 4.8 მილიონი ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ახალციხეში ასევე დაგეგმილია არსებული სტადიონის რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. განახლებული სტადიონი მინიმუმ 3 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია და მის განსახორციელებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ამასთან, განიხილება ახალციხეში რაგბის სტადიონის განვითარების შესაძლებლობაც, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს რაგბის ფედერაციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.