31 ოქტომბერი, 2026
რევაზ სოხაძე - აბასთუმანში ადრე რეაბილიტირებულ ობიექტებზე არსებული ხარვეზები გამოსწორდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალურიგანვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივითვითმმართველობის წარმომადგრნლებთან ერთად, აბასთუმანში მიმდინარე და დაგეგმილსარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა ობიექტები, რომლებზეც სამუშაოებიმიმდინარეობს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, აბასთუმანში რამდენიმე წლის წინ რეაბილიტირებულ ცალკეულობიექტებზე პრობლემები კვლავ არსებობს და სამინისტრო მათ გამოსწორებას გეგმავს.
„სამწუხაროდ, იმ ობიექტებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ამ ხარვეზებსაუცილებლად გამოვასწორებთ. ამისთვის საჭიროა სამუშაოების სწორად დაგეგმვა, რასაცგარკვეული დრო სჭირდება, თუმცა შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება“, — განაცხადა მინისტრმა.
აბასთუმანში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებისა და ისტორიული შენობების რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები რუსთაველის, ასათიანისა და ფალიაშვილის ქუჩებზე, 16 მისამართზეხორციელდება.
ამასთან, მზადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებსშენობების აღდგენასა და საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებას. დაგეგმილია როშა პარკისგაფართოება, რუსთაველის ქუჩაზე ამფითეატრის, ხოლო ასათიანის ქუჩაზე საფეხმავლობილიკებისა და ბულვარის ტიპის სასეირნო სივრცის მოწყობა.
გაზიარება