ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

30 ოქტომბერი, 2026

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქცია იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის N6 სკოლის აღდგენის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

პროექტის ფარგლებში, სკოლის შენობაში, თანამედროვე სასწავლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად განახლდება საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე მოწესრიგდება გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, შენობის რეაბილიტაციის შედეგად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.