ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

30 ოქტომბერი, 2026

სოფელ დიდ ჯიხაიშში და სოფელ კონტუათში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ფონდის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ორივე საბავშვო ბაღი 50-50 ბავშვზე იქნება გათვლილი.

პროექტის ფარგლებში, სოფელ დიდი ჯიხაიშის და სოფელ კონტუათის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სათამაშო, მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და გარე სივრცე.

პროექტების დასრულების შედეგად, ბავშვებისთვის შეიქმნება თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო.