30 ოქტომბერი, 2026
სოფელ საბუეს საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის აღდგენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტის ფარგლებში, საბუეს საჯარო სკოლის არსებულ შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით მოეწყობა სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საინჟინრო ქსელები და უსაფრთხოების სისტემები.
სოფელ საბუეს სკოლაში, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება.
გაზიარება