ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

28 ოქტომბერი, 2026

სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის აღდგენას იწყებს.

სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის ფონდმა ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

პროექტის ფარგლებში, ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში, თანამედროვე სასწავლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, განახლდება საკლასო ოთახები, ასევე მოწესრიგდება ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები.

სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კეთილმოწყობილი და უსაფრთხო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.