ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

28 ოქტომბერი, 2026

დაბა ახალდაბის საჯარო სკოლაში რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, დაგეგმილია საკლასო ოთახებისა და ადმინისტრაციული სივრცეების განახლება, ასევე გათბობისა და ვენტილიაციის სისტემების მოწესრიგება.

ახალდაბის სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, მოსწავლეები სწავლას უსაფრთხო და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში განაგრძობენ.