ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

27 ოქტომბერი, 2026

სოფელ ჭანდარსა და სოფელ ჩუმლაყში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ჭანდარსა და ჩუმლაყში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

დოკუმენტი მოიცავს 50-50 ბავშვზე გათვლილი ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

პროექტის ფარგლებში, სოფლების - ჭანდარისა და ჩუმლაყის საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო, მოსასვენებელი, ადმინისტრაციული ოთახები და გარე სივრცე.

ახალი ბაღების აშენების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება.