ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

27 ოქტომბერი, 2026

შორაპნის ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შორაპანში, ისტორიული რკინიგზის სადგურისა და ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეკონსტრუქციისა და სარეკრეაციო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია ტერიტორიის კომპლექსური განვითარება, შორაპნის ისტორიული და ინდუსტრიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მათი თანამედროვე, საზოგადოებრივი დანიშნულებით ფუნქციონირება.

რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობების თავდაპირველი იერსახით აღდგენას, ყოფილი დეპოს შენობა კი განიხილება როგორც საექსპოზიციო და შემეცნებითი სივრცე, რომელიც წარმოაჩენს რეგიონის ინდუსტრიულ და რკინიგზის ისტორიას.

პროექტით ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს სარეკრეაციო ზონის შექმნა — გამწვანებული ტერიტორიების, საფეხმავლო და ველობილიკების, საბავშვო და სპორტულ სივრცეების, ასევე, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორია ესაზღვრება შორაპნის ციხესიმაგრის ისტორიულ-კულტურულ ზონას, რაც პროექტს დამატებით ტურისტულ და საზოგადოებრივ მნიშვნელობას მიანიჭებს.