26 ოქტომბერი, 2026
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი აშენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში – შრომაში, ფონასა და მაწიმში საბავშვო ბაღების მშენებლობას იწყებს.
ფონდის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
სამივე საბავშვო ბაღი 50-50 ბავშვზე იქნება გათვლილი.
პროექტის ფარგლებში, სოფელ შრომის, ფონის და მაწიმის ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სათამაშო, მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და გარე სივრცე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი ბაღების აშენების შედეგად, სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კომფორტული გარემო შეიქმნება.
გაზიარება