23 ოქტომბერი, 2026
ხონის N4 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტის ფარგლებში, ხონის N4 საჯარო სკოლის არსებული შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით სრულად განახლდება. მოეწყობა სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საინჟინრო ქსელები და უსაფრთხოების სისტემები.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ხონის N4 სკოლაში, მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება.
გაზიარება