ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

23 ოქტომბერი, 2026

სოფელ ნარდევანში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას იწყებს.

შესაბამისი ხელშეკრულება ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტი მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

ნარდევანის ახალ საბავშვო ბაღში მოეწყობა ბავშვების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული სივრცეები და თანამედროვე საინჟინრო სისტემები.