ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

22 ოქტომბერი, 2026

გორსა და სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, სიმონ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორსა და მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

პროექტების ფარგლებში, ქალაქ გორსა და სოფელ მეჯვრისხევში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.

გარდა ამისა, სტადიონები აღიჭურვება განათების თანამედროვე სისტემებით, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტ ტექნიკურ ცენტრს და ხელოვნურსაფარიან სტადიონს აშენებს.