21 ოქტომბერი, 2026
კასპის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში ბაღების ინფრასტრუქტურა განახლდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განახლებას განაგრძობს.
ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში 50 ბავშვზე, სოფელ ხოვლეში კი 75 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობას.
გარდა ამისა, ფონდმა ტენდერი გამოაცხადა ბათუმის №15 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებზე.
პროექტების მიზანია ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, თანამედროვე საინჟინრო სისტემების მოწყობა, ინფრასტრუქტურის სრული განახლება და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გაზიარება