21 ოქტომბერი, 2026
სამ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდი მესტიის №1, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭიკაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნოს საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულებები ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.
სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის დეტალური ექსპერტიზის საფუძველზე მომზადდება ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა, რომელიც საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს სკოლების როგორც სრული რეაბილიტაციის, ისე გამაგრების სამუშაოებს.
პროექტების ფარგლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება ადმინისტრაციული სივრცეები და საკლასო ოთახები. ასევე, მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სკოლებში შეიქმნება უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობებით ისარგებლებენ.
გაზიარება