20 ოქტომბერი, 2026
სოფელ სერგიეთსა და სოფელ ქოლობანში საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანში 50-50 ბავშვზე გათვლილი ორი საბავშვო ბაღის მშენებლობას იწყებს.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
პროექტის ფარგლებში, სოფელ სერგიეთისა და სოფელ ქოლობანის ახალი საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბავშვების სათამაშო, მოსასვენებელი ოთახები, სამზარეულო და გარე სივრცე.
საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გაზიარება