ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

20 ოქტომბერი, 2026

სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს.

სკოლის აღდგენის მიზნით, ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.

სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და ექსპერტიზის საფუძველზე მომზადდება ინფრასტრუქტურის განახლების დეტალური გეგმა, სადაც საჭიროების მიხედვით განისაზღვრება როგორც სარეაბილიტაციო, ისე სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სკოლის ძირითადი ინფრასტრუქტურა, სასწავლო ოთახები კი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირდება. გათვალისწინებული იქნება საინჟინრო სისტემების განახლება.

სკოლის რეაბილიტაციის შედეგად, ვაჩიანის მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.