ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

19 ოქტომბერი, 2026

ოთხ მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდი ბორჯომის N1, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშის და თიანეთის სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას იწყებს.

საჯარო სკოლების აღდგენის მიზნით ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულებები ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა.
სკოლების შენობების ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზის საფუძველზე მომზადდება ინფრასტრუქტურის განახლების დეტალური გეგმა, სადაც საჭიროების მიხედვით განისაზღვრება როგორც სრული რეაბილიტაცია, ისე გამაგრების სამუშაოები.

პროექტების ფარგლებში მოწესრიგდება სკოლების ძირითადი ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული სივრცეები, სასწავლო ოთახები კი ადაპტირდება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის მოთხოვნების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას — გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას.

სკოლების რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.