ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

16 ოქტომბერი, 2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იწყება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუში, სოფელ ჯიხაშკარსა და სოფელ ახალ აბასთუმანში 50-50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების პროექტირებასა და მშენებლობას განახორციელებს.

პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება, ადგილობრივ პირობებზე მორგება და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

ჯამში, ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 150 ბავშვს მოემსახურება.

პროექტების მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურის განვითარება, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბავშვებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა.