ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

14 ოქტომბერი, 2026

თბილისის №128 საჯარო სკოლას ახალი სასწავლო კორპუსი დაემატება

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, თბილისის №128 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობას გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სკოლას 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსი დაემატება, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

მშენებლობის ღირებულება 9.1 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სკოლის ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სკოლების ნუსხის შესაბამისად ახორციელებს. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სკოლების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას.