13 ოქტომბერი, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა და მომზადდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური პროექტი. სამუშაოები განხორციელდება შესაბამისი კვლევებისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის ინფრასტრუქტურის განახლებას, შენობის უსაფრთხოებისა და ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოებიც.
სკოლის რეაბილიტაციის შედეგად მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კეთილმოწყობილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.
გაზიარება