12 ოქტომბერი, 2026
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განაგრძობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 7.2 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში განახლდება სკოლის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემებს, ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გაზიარება