10 ოქტომბერი, 2026
თბილისის N62 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის N62 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ დაათვალიერა.
სამშენებლო ობიექტის ადგილზე შემოწმება წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა, რაც მიმდინარე სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის, ტემპისა და ხარისხის ადგილზე შეფასებას ემსახურება.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის შენობის განახლება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის გაზრდა და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა.
რეაბილიტაციის შედეგად, 1080 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურითა და გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 16.6 მილიონ ლარს აღემატება.
გაზიარება